png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა გრძელდება

  • ეკონომიკა
  • 18.01.2021
  • 18:25
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა გრძელდება

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების მხარდასაჭერად ლიდერატორის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.

ბანკი III-IV კურსის სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ისინი სამუშაო გამოცდილების მიღებას ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. ლიდერატორის მთავარი მიზანია კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე შეუწყოს ხელი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას.

სტუდენტები 1 წლის განმავლობაში, როტაციის პრინციპით სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციებზე იმუშავებენ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებების შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტში ჩართული სტუდენტების განვითარებას გუნდის პროფესიონალი მენეჯერები ინდივიდუალური მენტორინგითა და ტრენინგებით უზრუნველყოფენ. 

პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების სწავლის გრაფიკს. 

"ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღებას სტუდენტები ბანკის 40-მდე დეპარტამენტში შეძლებენ. წელს დავამატეთ ისეთი მიმართულებებიც, როგორიცაა HR, მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება. ვფიქრობთ, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალგაზრდებისთვის კარიერული გეგმების განსაზღვრასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ სტუდენტებს ამ საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვან ეტაპზე. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბანკი სტუდენტურ პროგრამებს მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერის მიზნით 2014 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში უკვე 154 ახალგაზრდა დასაქმდა. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბანკმა წარმატებით შეძლო 2020 წელს დაგეგმილი პროგრამების ონლაინ ადაპტირება და სტუდენტებისთვის პროექტის 9 სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზება.

ლიდერატორის პროგრამაზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge