png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აჭარა „Adventure 2016”-ზე ცალკე სტენდითაა წარმოდგენილი

  • პოლიტიკა
  • 22.01.2016
  • 14:25
აჭარა „Adventure 2016”-ზე ცალკე სტენდითაა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაში „Adventure 2016”-ში მონაწილეობს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარა გამოფენაზე ცალკე სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც მისულ სტუმრებს, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება მიეცემათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენის ფარგლებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გეგმავს ლიტველი ტურ სააგენტოების, მედია საშუალებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებისთვის. გარდა ამისა, გამოფენაზე აჭარის ერთკვირიანი საგზურის გათამაშებაც იგეგმება, რომელშიც მგზავრობა, ღამისთევა და კვება შევა. გამოფენა დღეს გაიხსნა და 24 იანვარს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მესამედ მონაწილეობს. დეპარტამენტი ლიტვაში მარკეტინგულ და PR კამოპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge