png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნინო ანანიაშვილს შევუთანხმდი იმაზე, რომ ის რუსი ბალერინაა - ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

  • კულტურა
  • 14.01.2021
  • 15:50
ნინო ანანიაშვილს შევუთანხმდი იმაზე, რომ ის რუსი ბალერინაა - ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეთანხმების დარღვევა და ინტერვიუს მიცემა გახდა.

"ნინომ დაარღვია ეს შეთანხმება, როდესაც ინტერვიუ მისცა. ახალი წლის წინ დასი გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, მათ ეს იცოდნენ. მაგრამ ხელმძღვანელის ვინაობა არ მითქვამს. სამწუხარო ამბავია", - ამბობს კეხმანი.

მისი თქმით, ანანიაშვილს არ იცნობდა და ის ერთი წლის წინ გაიცნო.

 „მე ანანიაშვილი მახარ რაზიევმა ერთი წლის წინ გამაცნო. თებერვალში თბილისში საგანგებოდ ჩავფრინდით, რათა ის გამეცნო. გავითვალისწინე რა რისკები, მე მას შევუთანხმდი, იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული მომენტი იყო, რომ ის - რუსი ბალერინაა.

ის დიდხანს ფიქრობდა, შემდეგ ფაქტობრივად შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ საბუთებს. ის ჩამოვიდა ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს, დაათვალიერა თეატრი და აღფთოვანებული დარჩა. შემდეგ ჩამოვიდა ჩემთან პეტერბურგში და ჩვენ დეტალურად ყველა ნაბიჯი განვიხილეთ.  ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე – შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

მაგრამ მოხდა, ის, რაც მოხდა. ანუ მისი ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა(ასეთი საჩუქარი მივიღეთ საშობაოდ ნინოსგან)... ეს უპატივცემულობაა. უპირველეს ყოვლისა, კოლექტივისადმი. მეორე მომენტი: ამ ინტერვიუში მისი მოტივაციები, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირსკში სრულას სხვაა, არა ის, რასაც განვიხილავდით, ჩვენ სულ სხვა საკითხზე ვსაურობდით. არსებობს ასეთი გამოთქმა „ფეხზე დგომით სიმართლეს ვერ მიაღწევო“ -  და ეს სრულად შეეფერება ჩვენს სინამდვილეს. მუშაობის ასე დაწყება არ შეიძლებ -  პატარა ტყული შობს დიდ სიცრუეს. ასეთ სიტუაციაში პირადად მე არ შემიძლია წინ წავიდე. ჩემთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები და შემდეგ პროფესიული“, - ამბობს კეხმანი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge