png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? - არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 30.12.2020
  • 20:57
თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? - არჩილ თალაკვაძე

"თუ ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობს უარს ამის გადამოწმებაზე?", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ოპოზიციამ თქვა, ცალსახად ამითი დაიწყო ყველაფერი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მეორე ნაწილმა თქვა, არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე უნდა ვკითხოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, სურს თუ არა ახალი არჩევნები. ხომ ეს იყო თავიდან მოცემულობა? ჩვენ ამაზე გვქონდა ძალიან დემოკრატიული პასუხი: ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ერთად გადავამოწმოთ, თუ დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოქმებს ხელს აწერს არა მხოლოდ ცესკოს და "ქართული ოცნების", არამედ ოპოზიციის 11 ათასამდე წარმომადგენელიც, შესაბამისად, მათი ხელმოწერების გარეშე, ოქმების შეცვლა ან გადაკეთება შეუძლებელია.

"თუ თქვენ ახლა იმას მიმტკიცებთ, რომ 11 ათასმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გადაკეთებულ ოქმებს ჩვენს სასარგებლოდ მოაწერა ხელი, მაშინ გამოგყვებით მაგ დისკუსიაში, მაგრამ ოპოზიცია ამაში არ გამოგვყვა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"თუ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ უარს ამბობენ, ჩვენ მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, უფრო მეტიც და ამაზე ბევრად უფრო მძიმეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაყალბდა თუ არაო, უკვე კრიზისი დგას და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. თქვენ გინდათ, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არჩევნების მერე, თუ რომელიმე პარტიას მისი შედეგები არ მოეწონება, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენ უნდა წახვიდეთ და ხმა უნდა მისცეთ თავიდან, თავიდან უნდა უყუროთ ყველა ამ პროცესს, თავიდან უნდა დახარჯოთ ფული ამ ყველაფერში - გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?", - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge