png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“ ოთხი კონტინეტი და 38 ქვეყანა მოიცვა

  • ეკონომიკა
  • 29.12.2020
  • 12:54
საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“ ოთხი კონტინეტი და 38 ქვეყანა მოიცვა

საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“, ოთხი კონტინენტი მოიცვა და უამრავ საქართველოს მონატრებულ ადამიანს გაუხარა გული. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად საქართველოს ფოსტამ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა მისი მისია და გაეხადა ურთიერთობა ხელშესახები. ამასთანავე, კიდევ ერთხელ შეახსენეს დანარჩენ მსოფლიოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ. კამპანიის კრეატიული იდეა სარეკლამო კომპანია „რედბერის“ ეკუთვნის.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ჩანაწერები ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ ინტერესებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა.

იმისთვის რომ პლატფორმაზე მოგვეზიდა საქართველოთი დაინტერესებული უცხოელები, შევქმენით პრინტ-კამპანია - „მიიღე საქართველო ფოსტით” (Get Georgia by Post). ულამაზეს ვიზუალებში ვეცადეთ წარმოგვეჩინა ქართული კულტურა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა ღირშესანიშნაობები.

კამპანიის შესახებ ვრცელი სტატია - „Georgian Post delivers gift boxes full of the nation’s famous hospitality“, გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ონლაინ სამოგზაურო გამოცემა „Lonely Planet”-მა, კამპანიას ასევე მხარს უჭერდა ფეისბუქ ჯგუფი „Spend 4 seasons in Georgia“. შედეგმაც არ დააყოვნა და პლატფორმაზე დაიწყო ძალიან მრავალფეროვანი, თბილი ვიდეო-მიმართვების განთავსება.

შემდეგ ჯერი უკვე მასპინძლებზე იყო, ქართველებს უბრალოდ ვანახეთ ჩვენი საინტერესო „სტუმრების“ ვიდეო-მიმართვები და უამრავი ადამიანი ჩაერთო კამპანიაში. მასპინძლების ამანათები მსოფლიოს 4 კონტინეტის, 38 ქვეყანაში გაიგზავნა, რაც მთავარია არც ერთი „სტუმარი“ არ დარჩენილა უსაჩუქროდ.

ბევრმა უცხოელმა ახალი რამ აღმოაჩინა საქართველოში, ზოგმა მიიღო ის რაც ძალიან ენატრებოდა (ჩურჩხელები, ღვინო, ქართული ორნამენტებით დამშვენებული ნივთები და სხვა), გაიცა ბევრი დაპირება და მოპატიჟება, ქართველებს ყოველთვის გვსიამოვნებს სტუმრების მიღება და მათი გაკვირვება ჩვენებური მასპინძლობით.

საქართველოს ფოსტამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რა ჯადოსნური ძალის მატარებელია თუნდაც მცირე საფოსტო გზავნილი და როგორც ქართული სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე „საქართველოს ფოსტის“ შესაძლებლობებისთვის დახურული საზღვრები, პანდემია და სხვა გარემო პირობები ვერ შექნის ბარიერს და ყველგან მიიტანს თქვენ ამანათებს, სადაც მოისურვებთ!

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge