png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლას - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 27.12.2020
  • 16:20
ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლას - ბადრი ჯაფარიძე

ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლასა და იქ მუშაობას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლასა და იქ მუშაობას, რათა მიღწეული შეთანხება რეალიზებულ იქნას საკანონმდებლო აქტებში. ალბათ ამას გულისხმობდა, თორემ დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციამ, 51 ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით ასეთი პერსპექტივა არ არის. შესაძლებელია, მათ მხარეს არის მზაობა შეთანხმების მისაღწევად და ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისათვის, თუკი მათი მხრიდან არის მზაობა იმ მთავარ თემაზე, რისთვისაც ბოიკოტი იქნა დაწყებული. ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით თუ მზაობა არის მათი მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი ნაბიჯი იქნება „ოცნების“ მხრიდან და ჩვენც მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ მივუჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge