png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს

  • ეკონომიკა
  • 24.12.2020
  • 13:50
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისხმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, კვლავ განაგრძობს განათლების მხარდაჭერას. სტუდენტების წახალისების მიზნით, ბანკი იმ 1000 სტუდენტს შეარჩევს, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ასრულებდა ტრანზაქციებს სტუდენტური ბარათით. მათ 31 დეკემბერს, საახალწლოდ, საჩუქრად „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკის 1 წლიანი გამოწერა გადაეცემათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, „საბას“ გამომწერები შეძლებენ შეუზღუდავი წვდომით ისარგებლონ 6000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის და 450-მდე პროფესიული ლიტერატურის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან წიგნზე. მათ შორის, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებზე.

აპლიკაციაში ე.წ. რიდერის ტექნოლოგია და მრავალი სხვა ფუნქციონალი სტუდენტებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. სტუდენტური ბარათის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ სტუდენტების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული შეთავაზებებით თუ პროექტებით, მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, „საბასთან“ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება, რათა მსურველებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და გზების პოვნას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს მისი წარმატების გზა და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge