png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 22.01.2016
  • 10:50
დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერი შეხვედრებს სლოვაკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან მართავს.

დავით ნარმანიასთან ერთად ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრება. ვიზიტის მთავარი თემა თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს - „ეკო გრინ სითი“-ს უკავშირდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებთან, ასევე, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რათა ჩვენი ქალაქისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი პროექტი მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. პროექტი, ერთის მხრივ, იქნება ინოვაციური და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ისე საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებსა და ქართული მხარის როლს სლოვაკური, მოცულობითი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge