png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს

  • პოლიტიკა
  • 21.12.2020
  • 12:39
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს. ინფორმაცია პარტიის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს. გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში.
პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები ვერ მიიღებენ დასტურს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად.

დღეს, 14:00 სთ-ზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება. ორივე ღირსეულ კანდიდატს წარმატებას ვუსურვებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი 15 დეკემბერს დატოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge