png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არავითარი ხვეწნა-მუდარა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შემობრძანდნენ - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 18.12.2020
  • 13:33
არავითარი ხვეწნა-მუდარა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შემობრძანდნენ - წულუკიანი

არავითარი ხვეწნა-მუდარა არ მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შევიდნენ, აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი.

წულუკიანის განმარტებით, თუ პოლიტიკური პარტიები თავიანთ პოზიციაზე მაინც დარჩებიან, არ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რაც არის მიბმული მანდატების ოდენობაზე.

„პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ხმების გარკვეულ ოდენობას მიიღებს და ზოგიერთი მათგანის შემთხვევში ძალიან ბევრ ხმას, ამომრჩევლის მოლოდინია, რომ ის პარლამენტში შევა. როცა ასეთი პარტია უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე და იმ მანდატების ათვისებაზე, რომელიც მათ ამომრჩეველმა მიანიჭა, მაგრამ სამაგიეროდ მაინც სურს, ამ მანდატების შესაბამისი ფული, ეს არის პოლიტიკური მორალის თემა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი მით უმეტეს ეპიდემიის პირობებში, იმისთვის არ არის, რომ პოლიტიკური პარტია მანდატებზე უარს ამბობდეს, მაგრამ მაინც ჰქონდეს საშუალება, რომ ამ მანდატების შესაბამისი ფული ხალხის ჯიბიდან პარტიაში წაიღოს. არავითარი ხვეწნა-მუდარა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შემობრძანდნენ. მით უმეტეს, ამ მიზნით ზეწოლა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს ახსნა-განმარტებითი სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ, თუ რამხელა დარტყმას აყენებენ საკუთარ თავს და ამომრჩეველს. ეს ჯერ წარუმატებელია. თუ ისინი თავიანთ პოზიციაზე მაინც დარჩებიან, არ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რაც არის მიბმული მანდატების ოდენობაზე. წარსულში დეპუტატი გვახსოვს, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, რომელმაც მაშინ ყალბად განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევდივარო, სხდომებზე არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. პოლიტიკური ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ სახსრების ბოროტად გამოყენება მოხდეს,” – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge