png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენს ოჯახებს რომ თავს ესხმიან, არა უშავს და რომანტიული სიტყვით "მზეთუნახავით" ხართ აღშფოთებული? - წულუკიანი რუსთავი 2-ის წამყვანებს

  • პოლიტიკა
  • 16.12.2020
  • 10:03
ჩვენს ოჯახებს რომ თავს ესხმიან, არა უშავს და რომანტიული სიტყვით "მზეთუნახავით" ხართ აღშფოთებული? - წულუკიანი რუსთავი 2-ის წამყვანებს

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე თუ რისი თქმა სურდა, როდესაც მთავარი არხის მეწილის, ნიკა გვარამიას ცოლს "მზეთუნახავი" უწოდა, განაცხადა, რომ "სხვა რაღაცებსაც იტყვის თუ არ გაჩერდებიან".

წულუკიანმა ჟურნალისტს ჰკითხა მიუძღვნეს თუ არა გადაცემა იმას, რაც გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს უწოდა.

"თქვენ მიუძღვენით გადაცემა, რაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს ნიკა გვარამიამ უწოდა? შეგიძლიათ, თქვენ, როგორც ქალმა ეს სიტყვები გაიმეოროთ? თქვენ გქონიათ ოდესმე იმაზე რეაქცია, რომ შეურაცხყოფილია ქართული ოცნების ნებისმიერი წევრის ოჯახი - ცოლი, შვილი, მოხუცი მშობელი, ქმარი, ჩვენ თვითონ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ და არც არის პრობლემა, როდესაც შენ არ კადრულობ მათ უწოდო ის სიტყვა, მართლა ვერ ვიმეორებ ამ სიტყვებს, რომელსაც ნიკა გვარამია არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ელჩს მიმართავს...", - განაცხადა წულუკიანმა.

წამყვანის ნათქვამზე, რომ გვარამია ჟურნალისტია და წულუკიანი დეპუტატი, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ "მე რო ვითმენ, იმდენი არ მოგითმენიათ თქვენ".

"ჩვენს ოჯახებს რომ თავს ესხმიან ეს არა უშავს და მისი ოჯახის წევრს, რომ ვიღაცა მზეთუნახავს ეძახის, ამან აღგაშფოთათ? მაშინ გაიმეორეთ ის სიტყვა, რაც ნიკა გვარამიამ უწოდა ზურაბიშვილს, გაიმეორეთ... ახლა არის მიუღებელი? მე რო ვითმენ, იმდენი არ მოგითმენიათ თქვენ. წარბშეუხრელად ვითმენ. ასე არ შეიძლება. თქვენ არ ღშფოთდებით იმაზე, რაც ჩვენს ოჯახებს ემართება. როდესაც ვამბობ დაცინვით ისეთ რომანტიულ სიტყვას "მზეთუნახავი" და ამით ხართ აღშფოთებული და რაც სალომეს უწოდეს, ამით არ ხართ აღშფოთებული, მეუბნებით, რომ მერე რა მოხდა, ჟურნალისტია და შენ დეპუტატი ხარო. ვინ თქვა, რომ დეპუტატი უუფლებოა? იქნებ ამ თემებზე გამართოთ დისკუსია, მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის? მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი ცოლი არ არის? თქვენ ჩემს ოჯახს არ იცავთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ იცავთ, სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ, იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას მეუღლეს თუ როგორ ვუწოდეთ "მზეთუნახავი". მე კიდევ სხვა რაღაცებს ვიტყვი თუ არ გაჩერდებიან", - განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge