png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ჟირაფის“ პროდუქცია აშშ-სა და იაპონიაში იყიდება

  • ეკონომიკა
  • 10.12.2020
  • 14:29
„ჟირაფის“ პროდუქცია აშშ-სა და იაპონიაში იყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჟირაფი“ პარიზის საერთაშორისო გამოფენას „Playtime” დაესწრო, სადაც კომპანიის უცხო და კრეატიულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

შედეგად, საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „ჟირაფმა“ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და უკვე დაიწყო პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იპონია და აშშ.

“სააგენტოს ექსპორტის მხარდაჭერით, პირველად მივიღეთ მონაწილეობა პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ საბავშვო გამოფენაში, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი ნაქსოვის სამოსი უკვე იყიდება იაპონიასა და აშშ-ში,” - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსო გვაზავამ.

მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზე მომდევნო გამოფენისთვის და შეკვეთებისთვის ემზადება და ასევე, წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთანავე, სულ მალე ქართველ და უცხოელ მომხამრებლებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის პროდუქცია ონლაინ მათი ვებგვერდიდან შეიძინონ .

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge