png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოცნებამ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო, ანუ ოთხივე საკითხზე თანახმა ვართო, ოღონდ დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო - ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.12.2020
  • 14:15
ოცნებამ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო, ანუ ოთხივე საკითხზე თანახმა ვართო, ოღონდ  დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო - ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართული ოცნებამ ბოლო შეხვედრაზე თქვა, რომ ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნის შესრულებაზე თანახმაა, თუ დაადასტურებენ, რომ არჩევნები 1%-ით მაინც გაყალბდა.

როგორც მან Facebook live-ში ისაუბრა, მმართველი გუნდი თანახმა იყო ნებისმიერი ფორმით ამის დამტკიცებაზე.

"ბოლო შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო, ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. ხომ ამბობთ, რომ გაყალბდაო, დაგვიდასტურეთო, რა გიშლით ხელსო, როგორც გინდათ, ისეო. ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლით, იმიტომ, რომ იქ სუს-მა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერიო, კი ბატონოო, არ ენდობით, ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან? აი, გულზე ხელი დავიდოთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ორივე მხარე თითქმის ყველაფერზე შეთანხმა, თუმცა ევროპულმა საქართველომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

"ანუ წარმოიდგინეთ, მთელი 1 თვე რაზეც მოლაპარაკებები მიდის, რაზეც ვჩხუბობთ ოპოზიცია და რასაც ვითხოვთ, ოთხივე საკითხზე, პრინციპში ოთხივეზე შეთანხმებულები ვართ და რა ხდება ახლა? ბოკერიას და უგულავას ხალხი ამბობენ, რომ ამაზე ხელს არ მოვაწერთო. ანუ რა არის ახლა ეს, შეთანხმება ხომ არის, უნდა მოაწერო ხელი, შეხვიდე პარლამენტში, ხელმოწერის შემდეგ და პირობების შესრულება რომ დაიწყება, აქ ხდება ყველაზე უცნაური ამბავი, რომ ბოკერიას პარტია, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა სინამდვილეში და ბნელი საქართველო. როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას, თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა, რომ არ გვინდა, არ გვინდაო", - ამბობს ელისაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge