png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას - დავით ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 08.12.2020
  • 15:12
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება არ მიდის დათმობაზე ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ამ პირობებში, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ევროპულმა საქართველომ შეიცვალოს პოზიცია და შევიდეს პარლამენტში.

ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, არჩევნების ლეგიტიმაცია და პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება მკაფიოდ ქართული ოცნების თამაშია.

„იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება გუშინაც კი რაუნდის შემდეგ მკაფიოდ ამბობდა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთვის მთავარ საკითხებზე, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რათქმაუნდა, ასეთ პირობებში, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება და ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ევროპულმა საქართველომ შეიცვალოს პოზიცია.

ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მიგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ბოლომდე შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული საჯაროდ პარლამენტში არშესვლასთან დაკაშირებით, რადგან ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, იმ პირობებში, როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, დღეს მოქმედი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება არის მკაფიოდ ქართული ოცნების თამაში.

ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენ პარტიებშიც შენარჩუნდება ის ერთიანობა, რაც იყო დღემდე და ოპოზიციური სპექტრი იქნება სრულიად ერთიანი ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალ არჩევნებში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში, საარჩევნო პაკეტის გაუმჯობესებაში და ამ სამივე ელემენტის გარეშე რაიმე სერიოზულ დათმობაზე წასვლა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ გააძლიერებს ქართულ ოცნებას.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge