png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, რადგან ეს საკუთარი ხალხის ღალატია - მელია

  • პოლიტიკა
  • 04.12.2020
  • 16:34
"ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, რადგან ეს საკუთარი ხალხის ღალატია - მელია

"ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, რადგან ეს საკუთარი ხალხის ღალატია. განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ერთხმად დაფიქსირდა, რომ "თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია".

"როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ "ქართული ოცნების" ოცნება. პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ, "ნაცმოძრაობა" არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქმა არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც სინამდვილეში არ არის პარლამენტი და არის ივანიშვილის კანტორა, ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელი", - განაცხადა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge