png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მონები და მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში - ელენე ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე

  • პოლიტიკა
  • 30.11.2020
  • 18:39
შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მონები და მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში - ელენე ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს Facebook-ზე ეხმიანება.

"ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ახლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება", - წერს ხოშტარია.

დღეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

​საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორ ყოფილ წევრს თავდებში 200-მდე ადამიანი ჩაუდგა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სადავო რუკები, რომლის დამალვას და გამოუყენებლობასაც დაკავებულებს ედავებიან, კარტოგრაფიულად უვარგისია.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge