png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი პანკისის ხეობას ესტუმრება

  • თავდაცვა
  • 21.01.2016
  • 12:19
თინათინ ხიდაშელი პანკისის ხეობას ესტუმრება

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ამჯერად სოფელ წინუბანს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დუისში 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ წინუბანს აუცილებლად ესტუმრებოდა, მანამდე კი, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიდნენ. ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში იმედა დარსალია სოფელ წინუბნის მცხოვრებთა პრობლემებს ისმენდნენ და მათ შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

მიმდინარე წლის 10 იანვარს პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კარი ყველასთვის ღიაა და ხეობის ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას სოფელ წინუბნის ახალგაზრდებს შეკითხვები და მოსაზრებები, სწორედ, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საკითხზე ჰქონდათ.
„ადგილზე გავეცანით სოფელში არსებულ პრობლემებს. ახალგაზრდებს შეკითხვები აქვთ, თუ როგორ, რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი მზაობაა. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება. ისინი კიდევ უფრო დეტალურად გასცემენ პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს. პანკისის ხეობას კვლავ ესტუმრება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხვედრაც კონკრეტული პრობლემების მოგვარებზე იქნება ორიენტირებული “, - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.

პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტი უახლოეს პერიოდში იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge