png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა

  • ეკონომიკა
  • 20.11.2020
  • 18:18
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისებას  განაგრძობს. 19 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებული- „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი“ გაიმართა. ღინისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სპიკერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ საწარმოთა ალიანსებიდან წარსდგნენ. ფორუმის ბოლოს კი ფარული კენჭის ყრით „წლის სოციალური საწარმო“ „გუმბათი“  გამოვლინდა, რომელსაც საქართველოს ბანკის  მიერ გრანტი გადაეცა. 

 

სოციალური საწარმო გუმბათი არის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ადგილი წალკაში, რომლის მისიაა წალკის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს თანასწორი, უსაფრთხო და განვითარებული საცხოვრებელი გარემო.

წლევანდელი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილ მომხსენებლებს დამსწრეები Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. ფორუმის ძირითადი თემები აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა; სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები ქართველ სოციალურ მეწარმეებთან და COVID-19-თან მიმართებაში.

„საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვეამაყება, რომ ბანკის ჩართულობით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ის საწარმოები ფინანსდება, რომლებიც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოირჩევიან. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ადამიანის, სფეროს და ადგილის განვითარება ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის CSR- ის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და გააძლიერონ საქმიანი კავშირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ კონცეფციას. წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი საერთაშორისო კვირეულის ფორმატში გაიმართა, რითიც საერთაშორისოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge