png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პომპეომ თბილისში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა - აშშ

  • პოლიტიკა
  • 19.11.2020
  • 13:16
პომპეომ თბილისში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა - აშშ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისა და ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიაში.

მდივანმა მოუწოდა საქართველოს გააგრძელოს აქტიური ზომების მიღება COVID-19- თან საბრძოლველად და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთის ოკუპაციის პირობებში.

კეილ ბრაუნის ცნობით, მდივანმა პომპეომ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მდივანმა პომპეომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განსაკუთრებუ როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში.

მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის ოკუპაციის პირობებში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

მაიკ პომპეო ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge