png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზოგიერთი ფეხბურთელი მომავალში ამ გუნდის წევრი აღარ უნდა იყოს - ვლადიმირ ვაისი

  • სპორტი
  • 16.11.2020
  • 00:45
ზოგიერთი ფეხბურთელი მომავალში ამ გუნდის წევრი აღარ უნდა იყოს - ვლადიმირ ვაისი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე სომხეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდისგან მეტს ელოდა.

"მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ვთქვი, რომ ვტოვებდი პოსტს, კონტრაქტი იწურება. რაც შეეხება თამაშს: წინა ხაზი პრობლემატურია. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს სამი მომენტი ჰქონდა და 2 გოლი გაგვიტანეს. შეიძლება ეს ახალი არ არის და ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება," - აღნიშნა ვაისმა.

მისი თქმით, ზოგიერთ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის ნაკლებობა ჰქონდა.

"როდესაც ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ შედეგისთვის. ყველა მათგანს, ვინც დღეს გუნდშია, თამაშის შემდეგ თითოეულ მათგანს ვეტყოდი სიმართლეს მათი დამოკიდებულების შესახებ. ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის გრძნობა აკლია. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე წარმატებისთვის. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებშია, საქართველოს ნაკრების წევრი უახლოეს მომავალში აღარ იქნება. თუ ეს გუნდი კიდევ უნდა გაიზარდოს, ზოგიერთი დღეს გამოძახებული მომავალში ამ გუნდის წევრი აღარ იყოს. 1:1-ის შემდეგ თქვენ თავად ნახეთ კონკრეტული მოთამაშეების დამოკიდებულება. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ამ მაისურის ტარების პასუხისმგებლობის ნაკლებობას განიცდის. ძალიან ვწუხვარ, რომ ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წავაგეთ და ახლა ჩემს ბოლო შეხვედრამდე ასეთ მატჩშიც მარცხი განივცადეთ."

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისევ 6 ქულით დარჩა და პირველ ადგილზე გასვლისა და „ბ“ დივიზიონში დაწინაურების შანსი დაკარგა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ სახლში ესტონეთს 2:1 სძლია და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge