png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა

  • პოლიტიკა
  • 26.09.2015
  • 20:00
ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე. დღეს ჩვენ ვიწყებთ სვლას ამბიციურ გზაზე, რომელიც ითხოვს გაბედულ ნაბიჯებს, რათა ვუპასუხოთ კაცობრიობის წინაშე მდგარ უზარმაზარ გამოწვევებს.

მდგრადი განვითარების 17 მიზნისა და თანმდევი 169 სამიზნის მიზანია, მეგზურობა გაგვიწიოს ამ რთულ გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მოხდეს გადასვლა ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგზე. 2000 წელს ათასწლეულის განვითარების მიზნების სტრატეგია მართლაც რევოლუციური იყო, რადგანაც მისი მეშვეობით გამოვნახეთ საერთო ენა გლობალური გამოწვევების დასაძლევად. საქართველოში დაინტერესებული მხარეებისთვის ის იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ისინი, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსჯელობდნენ განვითარების შესახებ, ახდენდნენ მის პრიორიტეტიზაციასა და ადვოკატირებას. მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ამოქმედება ახალ ბიძგს აძლევს ამ ძალისხმევას. ამ პროცესში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ჩართულობა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge