png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ამას ექნება მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი მნიშვნელობა. პარლამენტი მაინც შეიკრიბება - ვახუშტი მენაბდე

  • პოლიტიკა
  • 01.11.2020
  • 18:52
თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ამას ექნება მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი მნიშვნელობა. პარლამენტი მაინც შეიკრიბება - ვახუშტი მენაბდე

ბევრმა იკითხა: რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოახადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვენა ეს პოსტი სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას." - წერს კონსიტუციონალისტი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე

"კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირისი სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი.

ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს."- წერს ვახუშტი მენაბდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge