png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მშვიდი და უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 31.10.2020
  • 10:08
მშვიდი და უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

„მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს. უკლებლივ ყველა უბანზე დილის რვის ნახევრიდან დგას ხალხი რიგში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც გვქონდა. არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის, ჩემი მოლოდინი ასეთი იყო, ეს შეთქმულება გამოიხატებოდა არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. ამას თვალნათლივ ვხედავ და შეუძლებელია დილის რვის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. ჯერჯერობით შანსზე ვსაუბრობთ.

ყველას ყელში ამოუვიდა ცინიზმი, დაცინვა მთელი 8 წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თიტქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძნა ივანიშვილს უნდა, მაგრამ ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა? თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არის ბედნიერი. პასუხი იქნება ღირსეული, მშვიდი და უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ოლიგარქს არ ექნება გაქანება, ხვალიდან ასპარეზი ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არა ერთი ადამიანის სურვილებს“,- თქვა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge