png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 18.01.2016
  • 15:42
 ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს შეხვდა

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშექხარ დამლეს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმარმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოპროექტის - „შუახევიჰესის“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა საქართველოს მთავრობას და პირადად ფინანსთა მინისტრს, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში თავად შეძლებს ადგილზე გაეცნოს მიმდინარე სამუშაოებს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის შესახებ, რომელიც მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.

,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთობლივი საწარმოა, რომელიც შექმნილია ინდური კომპანია ,,Tata Power-ის“, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge