png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს

  • ბიზნესი
  • 21.10.2020
  • 12:22
საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებებით განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Mastercard-თან ერთად, სტუდენტური სემესტრის ფარგლებში, სტუდენტებს ვოლტის სპეცშეთავაზება მოუმზადა.

დღეიდან, ვოლტის აპლიკაციით შეკვეთისას, Student Card-ის მფლობელები შეძლებენ დახარჯული თანხის 20% საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნონ.

აქციის ფარგლებში Student Card-ის მფლობელებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 1-წლიანი ულიმიტო მიტანის სერვისი საჩუქრად. ამისთვის საჭიროა 1 კვირის განმავლობაში ვოლტითა და სტუდენტური Mastercard ბარათით ყველაზე მეტი შეკვეთა განახორციელონ და შედეგად, კვირაში 5, ხოლო კამპანიის ფარგლებში კი 20 გამარჯვებულ სტუდენტს შორის მოხვდნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მათ სურველებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთობლივი აქცია სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის, Mastercard-ისა და ვოლტის მხარდაჭერით. ამიერიდან, Student Card-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ვოლტის აპლიკაციაზე ნებისმიერი შენაძენის 20% უკან დაიბრუნონ. მადლობას ვუხდით ვოლტს და Mastercard-ს, რომლის ხელშეწყობითაც აქცია უფრო მასშტაბური გახდა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით სტუდენტებს მათთვის საინტერესო აქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მომხმარებელს კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენ ვცდილობთ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს მუდმივად განახლებული და საინტერესო პირობები სწორედ მათ სურვილებზე მორგებულ ფორმატში წარვუდგინოთ“, - განმარტავენ Mastercard-ში.

აქცია ერთი თვის განმავლობაში, 21 ნოემბრამდე იქნება ძალაში.

ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge