png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გუბაზ სანიკიძე, რომელიც ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი ივანიშვილის ხედვას - ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 20.10.2020
  • 19:30
გუბაზ სანიკიძე, რომელიც ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი ივანიშვილის ხედვას - ბოკერია

გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ახლა ეს კაცი და თავისი გზავნილებიც არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიგა ბოკერია ეხმიანება გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

„გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა, ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეთნიკური ნიშნით დაყოფას და მოღალატე სომეხს ეძახდა, რომელიც მალავს თავის წარმოშობასო, ახლა ეს კაცი და თავისი გზავნილებიც არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას", - ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, პროპაგანდა, რომ თუ არ იქნება ივანიშვილი, იქნება სააკაშვილი, აწყობს როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილის გარემოცვას.

"ეს პროპაგანდა, რომ თურმე ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილს და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, როცა ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა ( შემდეგ ქვეყანა, საზოგადოება წინ წავიდა და აღარავის უნდა ეს), თურმე ამას ალტერნატივა არ აქვს, არის სიცრუე", - თქვა ბოკერიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge