png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პატრიოტი, უგანათლებულესი, ივერი მელაშვილი ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის გაწირეს - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 09.10.2020
  • 13:49
პატრიოტი, უგანათლებულესი, ივერი მელაშვილი ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის გაწირეს - გრიგოლ ვაშაძე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომელმა იცის, რა ადამიანი, პატრიოტი და სპეციალისტია ივერი მელაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ამ ისტორიას, რომელსაც დავით გარეჯის ისტორია დაერქვა, ეს დავით გარეჯის ისტორია კი არა, წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორიაა, ისევე როგორც საბურავების დაწვა, ისევე როგორც ის საცოდავი ექსპერტი ჟვანიას საქმეზე, რომელიც ვითომდა საფერფლით მოკლეს, ციხეში ჰყავდათ, აღარ მახსოვს, რამდენი ხანი.

ზუსტად ამიტომ პატრიოტი, ენციკლოპედიურ ცოდნის, უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების პატრონი ივერი მელაშვილი ამ ნაძირლებმა საპყრობილეში ყოფნისთვის გაწირეს. ივერი მელაშვილი გამოვა საპყრობილედან, აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია. არ მოვეშვები ამ საქმეს, ყველამ რომ თავი დაანებოს, მე არ მოვეშვები იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომელმა იცის, რა ადამიანი, პატრიოტი და სპეციალისტია ივერი მელაშვილი. ჩვენი პარტნიორები სასაზღვრო კომისიებიდან მეხვეწებოდნენ ივერი მელაშვილის კომისიიდან გაყვანას, ვციტირებ „მისი უკიდურესად ხისტი პოზიციების გამო“. კბილებით იცავდა ადამიანი საქართველოს საზღვრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხად

ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge