png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ვნახეთ, როგორ დატოვეს საპატიმროში ორი, ქვეყანაზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - სერგი კაპანაძე

  • პოლიტიკა
  • 09.10.2020
  • 13:11
ვნახეთ, როგორ დატოვეს საპატიმროში ორი, ქვეყანაზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - სერგი კაპანაძე

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დატოვეს პატიმრობაში ერთადერთი მოტივით, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები მოიყვანოს სისრულეში და ისევ და ისევ, წინასაარჩევნოდ, გაუგებარი რამ დააბრალოს წინა ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი რამ, როგორ დატოვეს საპატიმროში ორი ქვეყანაზე შეყვარებული, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. დატოვეს საპატიმროში ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომელსაც არ გააჩნია, არათუ იურიდიული შინაარსი, არამედ არანაირი მორალური ასპექტი საერთოდ. დატოვეს პატიმრობაში ერთადერთი მოტივით, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები მოიყვანოს სისრულეში და ისევ და ისევ, წინასაარჩევნოდ, გაუგებარი რამ დააბრალოს წინა ხელისუფლებას"- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ითანამშრომლოს რუსეთთან.

ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ შეუძლიათ კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ რუსეთთან, ითანამშრომლონ ისეთ ძალებთან, რომელთა ინტერესიც არის საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და რუსეთის გაძლიერება საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს თემა თავიდან დაძრა „პატრიოტთა ალიანსმა“, ეს არის გამოძიება, რომელიც ეფუძნება რუსეთიდან მიღებულ სრულიად გაუგებარ მასალებს, რომელთაც არანაირი იურიდიული შინაარსი არ გააჩნია და რის გამოც ადამიანის დაპატიმრება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, – განაცხადა კაპანაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხად

ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge