png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ყირგიზეთის ცესკო-მ ბათილად ცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები

  • პოლიტიკა
  • 06.10.2020
  • 14:22
ყირგიზეთის ცესკო-მ ბათილად ცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელზე დაყრნობით.

"ქვეყანაში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დამსწრე ცესკოს 11 წევრიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი წინადადებას", - თქვა მან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა, რომ მათ ასევე განიხილეს ცესკო-ს თვითდაშლის საკითხი.

"მჯერა, რომ ამ საარჩევნო კამპანიით ჩვენ საკუთარ თავს დისკრედიტაცია გავუწიეთ და ამიტომ ამ შემთხვევაში საუკეთესო და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ვადაზე ადრე გადადგომა", - განაცხადა ჯურაბაევამ.

ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

საპროტესტო აქცია ბიშკეკში გუშინ, ორშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს. წინასწარი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა მოახერხეს.

საპარლამენტო მანდატის უმრავლესობა მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

დემონსტრანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და განმეორებით არჩევნებს მოითხოვდნენ. გუშინ, გვიან ღამით მომიტინგეები შეიჭრნენ მთავრობის შენობაში, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტია განთავსებული.

მომიტინგეები ასევე შეიჭრნენ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შენობაში და გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ჟეენბეკოვის განცხადებით, ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 590 დაშავდა.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge