png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

  • ეკონომიკა
  • 02.10.2020
  • 11:05
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესების გაძლიერებაზე ორიენტირებული ბანკი მათ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „შპს ზიგი“ საქმიანობას აფართოვებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს ისეთ პრემიუმ კლასის ტექნიკის ბრენდებს, როგორიცაა LIEBHERR; MIELE; K- Array; ELIKA; SUB -ZERO

კომპანიის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 240,000 ევროს მოცულობის დაფინანსება გამოიყო, რაც ბიზნესის განსავითარებლად უძრავი ქონების შეძენას და რემონტს მოხმარდა. ობიექტი ამჟამად 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანია მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში 25 სხვადასხვა მოდელის ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. „შპს ზიგში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია როგორიცაა: საოჯახო ტექნიკა და მაცივრები, საყინულეები, ღვინის კარადები, სამედიცინო მაცივრები, ხმის სისტემები და ა.შ.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „შპს ზიგს“ საქმიანობის გაფართოებაში. კომპანია 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ტექნიკის მიწოდებაში და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით „შპს ზიგი“ კიდევ უფრო ვითარდება. ბიზნესების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, „ლიბჰერი“ და „მილე“ გერმანული საოჯახო პრემიუმ კლასის ბრენდებია. „ლიბჰერი“ ბაზარზე უკვე 71 წელია წარმოდგენილია, „მილე“ კი 121. ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი, გერმანიაში აწყობილი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge