png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

  • ეკონომიკა
  • 18.09.2020
  • 10:36
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის.”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ–ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები“,- განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge