png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევიკონკურსი დაიწყო

  • სამართალი
  • 13.01.2016
  • 13:51
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევიკონკურსი დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სტაჟიორთაშესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო. მთავარმა პროკურორმაკონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომსაქართველოს პროკურატურა ყოველთვის მიესალმება მომზადებულ,სათანადო ცოდნის და საჭირო უნარების მქონე პერსპექტიულ კადრებს. 

საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსისპირველი ეტაპი პროფესიული მიმართულებით ტესტირებას მოიცავს და ელექტრონული ფორმით ტარდება. კონკურსის მონაწილემ 100კითხვიდან გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად 75 ქულიანი ზღვარი უნდაგადალახოს.

სტაჟიორთა კონკურსი 3 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის დასრულებისშემდეგ წარმატებული კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტირებასგაივლიან, ხოლო ბოლო ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს, თავდაპირველად სპეციალურიმოსამზადებელი სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულორგანოებში გადანაწილდებიან. პროკურატურაში ანაზღაურებადისტაჟირება  1 წლამდე გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილესდასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობასაძლევს.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 1300-ზე მეტმა მსურველმა შემოიტანა. შემოსული აპლიკაციების გადარჩევაწინასწარ გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. პირველიეტაპის ტესტირება 3 დღის განმავლობაში 6 ჯგუფისთვის ჩატარდება.

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება500-ზე მეტმა პირმა გაიარა. სტაჟიორთა კონკურსი საქართველოსპროკურატურაში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ერთერთიყველაზე რეალური შესაძლებლობაა. დღეისათვის პროკურატურისორგანოებში 433 პროკურორიდან 202 ხოლო 91 გამომძიებლიდან 45ყოფილი სტაჟიორია.  რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათიუმრავლესობა ასევე ყოფილ სტაჟიორებს უკავიათ. მათ რიცხვში შედისმთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე,დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოსუფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და  მათიმოადგილეები.

ამჟამად საქართველოს პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეული 53პირი გადის სტაჟირებას.

წარმატებული კონკურსანტები სპეციალურ სასწავლო მომზადებასგაივლიან  როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლისპროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლისმიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის,სასამართლო გამოსვლებისა და  მათთვის საჭირო სხვა  საკითხებში.სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარებისგანვითარებაზე, რომელიც  სტაჟიორებს პროფესიული საქმიანობისეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება და მომავალში დასაქმებისადა კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge