png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ოფისის დირექტორს შეხვდა

  • სამართალი
  • 13.01.2016
  • 12:07
შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობას. შს მინისტრმა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge