png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Taycan - პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა

  • ბიზნესი
  • 24.07.2020
  • 20:17
 Taycan - პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა

2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტრო ავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

 

„პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია - ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.

„Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებ ენაზე მიტანა.

კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს - „რა არის სული“?, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას.

მომდევნო ეტაპზე კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, ღვინის ქარხნა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ - „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 24 ივლისიდან ინსტალაციის ადგილას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“-ი, რომელიც მედია წარმომადგენლებს „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ წარუდგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge