png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სკანდალი: ბესელიას, კობახიძეს და კაკაბაძეს ქრთამის აღებაში გარდაცვლილი პოლიციელის დედაც ადანაშაულებს

  • სამართალი
  • 11.01.2016
  • 14:28
სკანდალი: ბესელიას, კობახიძეს და კაკაბაძეს ქრთამის აღებაში გარდაცვლილი პოლიციელის დედაც ადანაშაულებს

2011 წლის 21 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ნინო ბურჯანაძის პარტიისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტპატიმართა სიით ალექსანდრე ბიბილურის ციხიდან გათავისუფლება გააპროტესტა. მისი თქმით, აქამდე იმიტომ დუმდა, რომ მხარს არავინ აუბამდა.

,,ყველამ ნათლად დაინახა, როგორ გადასრისა ბურჯანაძის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემი შვილი, რომელშიც როგორც თვითონ აღიარა იჯდა ალექსანდრე ბიბილური. მან გაიტანა ჩემი შვილი. უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიიღო. კიდურების დამტვრევა, ყველა ორგანოს გადახეთქვა. ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამას იმისთვის ვამბობ, რომ სხვა ვერსიები, რომელიც გავრცელდა ჩემი შვილის მკვლელობაზე სიმართლე არ არის. უმძიმეს მდგომარეობაში, აგონიაში მყოფი წაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ყველაფერი თავის თავზე ალექსანდრე ბიბილურმა აიღო. მე რამდენად ვეთანხმები ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა რადგან მან განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. მას 8 წელი მიესაჯა. ასევე 5 წელი პირობითი და მინდოდა, რომ ბოლომდე მჯდარიყო", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი გაიგი, რომ ბიბილური პოლიტპატიმართა სიაში მოხვდა, მიმართა მთავარ პროკურატურას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. აზნაურაშვილი ირწმუნება, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრების გათავისუფლებაში ბესელიამ, კაკაბაძემ და კობახიძემ ქრთამი აიღეს.

მასურაშვილის დედა მიმართავს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აღკვეთონ უსამართლობა და ეს ხალხი ისევ ციხეში შეაბრუნონ.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ქრთავის აღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აზნაურაშვილი აცხადებს, რომ ,,მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყველა წევრის ციხიდან გასათავისუფლებლად პოლიტპატიმართა სიით ფული თავად ბურჯანაძის პარტიამ გადაიხადა”.
აზნაურაშვილთან ერთად დღეს განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 
,,ბიბილურმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად ამისა, 2012 წელს ის პოლიტპატიმართა სიაში მოხვდა და დატოვა საპყრობილე. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ პოლიტპატიმართა სიას არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და რომ ეს პროცესები იყო პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის წევრების პირადი ინტერესის სფერო. პირადი გამორჩენის სფერო. ვინაიდან ბესელია და კობახიძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები საზოგადოებას არ სცემენ შესაბამის პასუხს, მე მივმართავ საქართველოს პროკურატურას გასცეს პასუხი, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობდნენ ბესელია და კობახიძე და სხვები, როდესაც მკვლელები პოლიტპატიმართა სიაში შეჰყავდათ", - განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

მისივე თქმით, შესაძლოა პროკურატურას ახალი სარჩელით მიმართოს იმის თაობაზე, რ5ომ გამოძიებულ იქნას რეალურად არის თუ არა ბიბილური მასურაშვილის მკვლელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge