png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

  • ბიზნესი
  • 15.07.2020
  • 15:21
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და "აისი"-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

სასტუმროში განთავსებული იქნება, ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი. პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის - სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. ეს კი სასტუმროს ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებშიც კი კომპანიამ შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო გახსნის შემდეგ 80-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

"საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა. ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული, დიდი გამოწვევის წინაშე", - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge