png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო "360° HOTEL KAZBEGI" გაიხსნება

  • ბიზნესი
  • 14.07.2020
  • 16:15
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო "360° HOTEL KAZBEGI" გაიხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისების მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ყაზბეგში ახალი სასტუმრო გაიხსნება.

"360° HOTEL KAZBEGI" 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება და მასში 37 სასტუმროს ნომერი განთავსდება, სადაც 2 ნომერი შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. (აქედან 5 ნომერი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის) სასტუმროში ასევე იქნება 60 კაცზე გათვლილი რესტორანი და "ლაუნჯ ბარი" ტერასებით. აღსანიშნავია, რომ ასევე სასტუმროს ყველა ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სასტუმრო მომავალ წელს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით აუზის, სპა ცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის გახსნასაც გეგმავს. სასტუმრო პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ადგილობრივი ინვესტიციით აშენდა.

"საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის წახალისებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური ჩართულობით ყაზბეგს კიდევ ერთი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "360° HOTEL KAZBEGI" შეემატება. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა და მითუმეტეს ტურისტული მიმართულებების ბიზნესისა, რადგან სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო ადგილობრივ ინვესტიციას წარმოადგენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. გვჯერა, რომ ეს სასტუმრო მალე გადაიქცევა მომხმარებლისათვის საყვარელ ადგილად", - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge