png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილი შეჩერებაზე საუბარი "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.07.2020
  • 15:15
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილი შეჩერებაზე საუბარი "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია - თამარ ჩუგოშვილი

უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილი შეჩერებაზე საუბარი "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია.

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, ყოფილმა თანაგუნდელებმა არ მოისმინეს სხვების რჩევები, რომ მათ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგები - სწორედ ამან გამოიწვია დაფინანსების შემცირებაზე საუბარი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.

"მე არ მახსენდება სხვა შემთხვევა, როცა კონგრესს დაეყენებინოს შეჩერების ინიციატივა. რაც კონგრესიდან ინიცირდება, შეეხება თანხის გაზრდას. ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ის არის ჯერ კანონპროექტი და შემდეგ გახდება კანონი. მივიღებთ რას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ექნება ვალდებულება სენატს და კონგრესს მიაწოდოს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა საქართველოში ანტიკორუფციული, სასამართლოს კუთხით.

თვეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას ამბობენ პოლიტიკოსები, კონგრესი - მნიშვნელოვანია, რას იტყვის სახელმწიფო დეპარტამენტიო. ვეუბნებოდით, რომ არ არის ეს სწორი ფორმულირება - ამერიკა არაა საქართველოსავით მოწყობილი, კონგრესს აქვს აღმასრულებელზე მეტი ძალა.

ესაა გზავნილი ხელისუფლებისთვის - ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტზე და დაევალა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს საქართველოდან ანგარიში. ეს ყველაფერი გამოწვეულია ხელისუფლების არაკომპეტენტური ნაბიჯებით. ყველა გზავნილი, რაც აქედან გაიგზავნა, იყო ამის განმაპირობებელი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს შეუჩეროს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge