png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს

  • პოლიტიკა
  • 07.07.2020
  • 13:20
აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარედგინა ორპარტიული კანონპროექტი 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ.

კანონპროექტი მოიცავს 2021 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციას.

ნათქვამია, რომ მომავალ წელს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან სულ მცირე 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ამ თანხის 15% შესაძლოა შეჩერდეს, ვიდრე წარმომადგენელთა პალატას არ წარედგინება სახელმწიფო მდივნის მოხსენება, სადაც დადასტურებული იქნება საქართველოს მთავრობის ქმედითი ნაბიჯები დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

"ამ კანონპროექტით გამოყოფილი თანხის 15%-ის გაცემა არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ვიდრე სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით;

ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენების მიმართულებით;

გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს უცხოური ბიზნესის თავისუფალ, შევირწორების გარეშე საქმიანობას, რათა სრულად შეძლონ კომერციული და ფინანსური სარგებლის მიღება, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს", - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაფინანსების შეჩერება არ გავრცელდება იმ პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებისკენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge