png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - უგულავა ხელისუფლებას

  • პოლიტიკა
  • 04.07.2020
  • 14:26
გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - უგულავა ხელისუფლებას

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა. როგორც უგულავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში თხილისა და ჩაის სეზონზე დასავლეთ საქართველოში ერთი ადამიანი 8-10 ათას ლარამდე აგროვებს. 

„გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს; უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ სამუშაოს ვერ შოულობენ, თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო სამუშაო ადგილით ვერ უზრუნველყოფს და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავალის წყარო. ამ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით ერთი ჩვენი თანამოქალაქე რვიდან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, მსოფლიოში რა ხდება. ჩვენ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ საზღვართან ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს და თუ ტრაილერის მძღოლებს ვამოწმებთ, კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ახლა მოქალაქეებს მუშაობის საშუალება არ მივეცით, შემოდგომიდან შიმშილობა გველის და ამაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსს პირდაპირ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მინდა, საქართველოს მთავრობას მოვუწოდო, გახსენით თურქეთთან საზღვარი. ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ, სამედიცინო ინფრასტრუქტურა გავაფართოოთ, რათა შემოწმება ბევრად მეტმა ადამიანმა გაიაროს და საზღვრის გადაკვეთა ბევრად მეტმა ადამიანმა შეძლოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge