png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

  • ეკონომიკა
  • 29.04.2020
  • 13:15
მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

„სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ამ რთულ პერიოდში პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების საარსებო სახსრების დაცვას“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. „საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი იქნება, რასაც ემატება 300 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020–2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა“.

"მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასთან პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდანვე. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე, გამოვყოფ მსოფლიო ბანკის როლს ამ პროგრამის მომზადებაში, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერის ნაწილია და პირველია განვითარების პოლიტიკის სამი საკრედიტო ღონისძიებიდან, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მეორე ღონისძიებას ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის არსებული ღონისძიების დამატებითი დაფინანსების სახე ექნება (რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის 26 მარტს დაამტკიცა). მისი მიზანია მთავრობის დახმარება მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში და საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში. დახმარების მესამე ეტაპი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და იმ მიკრო, მცირე და საშუალო ფირმების ხელშეწყობას, რომლებზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

COVID-19 -ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს დახმარებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი ასევე აპირებს Log-In Georgia პროექტის საშუალებით ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი მთავრობას დაეხმარება ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელით 700 -ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლასა და ზოგადად კავშირის არსებობას, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური დისტანციის პირობებში.

დაბოლოს, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge