png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

PMCG-ი: წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირება არ მომხდარა

  • ეკონომიკა
  • 06.01.2016
  • 16:06
PMCG-ი: წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირება არ მომხდარა

წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირება არ მომხდარა. როგორც PMCG-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული 2015 წლის დეკემბერში, ამავე წლის ნოემბერთან შედარებით, ფასების საერთო დონე შემცირებულია 0.6%-ით.. კვლევაში “საახალწლო“ პროდუქტების ფასები - 2015“ აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირებულია ნიგოზზე (-4.7%), თაფლზე (-2.8%), ღორის ხორცსა (-0.7%) და ყველზე (-1.0%).

2015 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასების საერთო დონე გაზრდილია (4.9%). თუმცა შემცირებულია ფასები ნიგოზზე (-2.8%), ღორის ხორცსა (-1.7%) და ყველზე (-3.5%), თაფლის ფასი კი გაზრდილია (3.8%).

“2015 წლის მეოთხე კვარტალში ნიგვზის ფასი ყოველთვიურად მცირდებოდა წინა თვესთან შედარებით, კერძოდ, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ნიგვზის ფასი 12.0%-ით შემცირდა, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით - 11.5%-ით, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებით - 4.7%-ით. მაშინ როდესაც 2014 წლის მეოთხე კვარტალში, ნიგვზის ფასი ყოველთვიურად იზრდებოდა.
საინტერესოა, რომ 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში ნიგვზის ფასი უფრო მაღალი იყო ვიდრე 2014 წელს, გარდა დეკემბრისა. 2015 წლის დეკემბერში ნიგვზის ფასი შემცირებულია 2014 წლის დეკემბერთან შედარებით (-2.8%)”, აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

PMCG-ში აცხადებენ, რომ 2015 წელს, ისევე როგორც 2014 წელს, თაფლის ფასი სტაბილური იყო, თუმცა მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი ცვილებები განიცადა. 2015 წლის ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, თაფლის ფასი 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებთ 2.8%-ით შემცირდა.

„2015 წლის განმავლობაში თაფლის ფასი უფრო მაღალი იყო ვიდრე 2014 წელს. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია მეოთხე კვარტალში. კერძოდ, ოქტომბერში თაფლის ფასი გაზრდილია 7.1%-ით, ნოემბერში - 7.2%-ით, ხოლო დეკემბერში - 3.8%-ით, წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით.

2015 წლის პირველ ნახევარში, ღორის ხორცის ფასი მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდებოდა, მეოთხე კვარტალში შედარებით დასტაბილურდა და დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის ფასი შემცირდა (-0.7%).

2015 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, ღორის ხორცის ფასი აღემატებოდა 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. თუმცა სექტემბრის თვიდან დაიწყო ღორის ხორცზე ფასის შემცირება, კერძოდ, სექტემბერში ფასი შემცირდა 2.7%-ით, ოქტომბერში - 2.5%-ით, ნოემბერში - 2.2%-ით, ხოლო დეკემბერში - 1.7%-ით.

2015 წლის პირველ ნახევარში ყველის ფასიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა, ხოლო მეოთხე კვარტალში შედარებით დასტაბილურდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ყველის ფასი -1.0%-ით შემცირდა.

2015 წელს, გარდა იანვრის, თებერვლისა და ნოემბრისა, ყველის ფასი ჩამოუვარდებოდა 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. 2015 წლის დეკემბერში ყველის ფასი 3.5%-ით შემცირდა, 2014 წლის დეკემბრთან შედარებით”, აცხადებენ PMCG-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge