png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა

  • სამართალი
  • 06.04.2020
  • 11:56
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 82 მოქალაქე დააჯარიმეს.
პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 59 პირი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  • 18:44
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge