png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტი დღეს ღამით გაიმართება

  • საზოგადოება
  • 31.12.2015
  • 15:06
ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტი დღეს ღამით გაიმართება

ბათუმში გალა-კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო ტექნიკური სამუშაოები გახანგრძლივდა, რეპეტიციებმაც დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. კონცერტი დაგეგმილ დროს ერას მოედანზე 22:00 საათზე გაიმართება.

კონცერტს გახსნის ბავშვთა ანსამბლი, რომელიც ქართულ ფოლკლორულ ცეკვას დადგამს ორკესტრისა და კაპელას მიერ შესრულებულ ჰენდელის კომპოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი, ქართულ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად შეასრულებს ქართულ კომპოზიციებს: „ინდი-მინდი“, „საჭიდაო“ და „სულიკო“. ქართული და უცხოური კლასიკური მუსიკის ფონზე მოციგურავეები, ტანმოვარჯიშეები, საბალეტო დასი და ფოლკლორული ანსამბლები საახალწლო ნომრებს შეასრულებენ. დღესვე შესრულდება ასტორ პიაცოლას ცნობილი ტანგო, ასევე სოფო ხალვაში იმღერებს ცნობილ ჰიტს - ‘Summertime’.  

კლასიკური მუსიკის მოყვარულებთან ერთად კონცერტის რეჟისორი დაუვიწყარი შოუს ჰპირდება რეგის მიმდევრებსაც. ახალი წლის დადგომისას მაყურებლის წინაშე წარდგება იამაიკური ჯგუფი “Inner Circle” ცნობილი ჰიტებით. გალა-კონცერტი დილამდე გაგრძელდება. გართობის მსურველებს დილამდე შეუძლიათ ისიამოვნონ დიჯეის მიერ შეთავაზებული პროგრამით.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge