png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს

  • ბიზნესი
  • 17.02.2020
  • 13:28
საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის  მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“.

მეორე ინოვაცია კი რის დანერგვაზეც ბანკი აცხადებს, ეს  სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის  გატერმინალებაა.  გატერმინალება ნიშნავს, რომ  ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით  მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ  ხურდის მოძიებაზე.

სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია.

გადახდის განხორციელება შესაძლებელია  ნებისმიერი ბანკის  (Visa და MasterCard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით.  ამისთვის საჭიროა საბანკო  ბარათის ან  ტელეფონის  მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, ამისათვის საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება.  ბიზნესის წარმომადგენლებს,  ვისაც არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი, თუმცა სურს ინოვაციით სარგებლობა, ბანკი  ანდროიდის ტელეფონს მათ  დროებით სარგებლობაში გადასცემს.

ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ  Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali.

გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც რეგიონის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც ეს სიახლე დანერგა.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს განვაცხადეთ ჩვენი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიის შეთავაზებაზე და ჩვენ ამ დანაპირებს ვასრულებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ  რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge