png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტრამს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანთან ომის წამოწყების შესაძლებლობას უზღუდავს

  • მსოფლიო
  • 14.02.2020
  • 10:14
აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტრამს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანთან ომის წამოწყების შესაძლებლობას უზღუდავს

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც დონალდ ტრამპს ეზღუდება უფლებამოსილება, კონგრესის თანხმობის გარეშე ირანთან ომი წამოიწყოს.

რეზოლუციას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, რომელთა შორის 45 დემოკრატი სენატორი იყო, ხოლო 8 ტრაპმის თანაპარტიელი რესპუბლიკელები.

კენჭისყრის დაწყემაბდე ტრამპმა მოუწოდა სენატს, რომ არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის.

მანამდე, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ომის წამოწყების შესაძლებლობის შეზღუდვის განზრახვით.

რეზოლუციით პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მოწოდებულია, ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებმადე კონგრესისგან თანხმობა მიიღოს.

ამავე რეზოლუციით, გამონაკლის შემთხვევას ირანის მიერ შეერთებულ შტატებზე განხორციელებული პირდაპირი თავდასხმა წარმოადგენს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია, სიმბოლურ ხასიათს ატარებს და კანონის ძალა არ აქვს, განსხვავებით სენატის მიერ მიღებული რეზოლუციისა.

შეერთებულ შტატებს და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაურის გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.

ყასემ სულეიმანი 3 იანვარს ბაღდადში, აშშ-ის სარაკეტი იერიშის შედეგად მოკლეს.

საპასუხოდ, ირანმა 8 იანვარს, ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge