კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში, 1 367-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 13.02.2020
- 12:49
ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 59 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 367 ადამიანი, სრულად განკურნებულია 5 911, რომლებმაც კლინიკები უკვე დატოვეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მი ფენმა მიაწოდა.
მისი თქმით, 8030 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა.
ჰონგ-კონგში დაფიქსირებულია დაავადების 50 შემთხვევა, მაკაოში გამოვლენილია 10 ინფიცირებული, ტაივანში კი დაავადებულია 18 ადამიანი.
ან დროისთვის 181 300 ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულებთან, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200