png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფმა შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა

  • საზოგადოება
  • 29.12.2015
  • 16:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფმა შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა

დღეს, სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გაფართოებული შეხვედრა გამართა და შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა. აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებასაერთაშორისო ორგანიზაცია  ,,ოქსფამის“ ტექნიკური დახმარებით განხორციელდა.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების  სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისრეკომენდაციების  შემუშავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე საქმიანობას.

სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თემატიკა ფართოა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მთავარია, ყველაფერი სისტემურად დაიგეგმოს და თანმიმდევრულად განხორციელდეს.

,,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, შემსრულებელი ორგანოები და თანმიმდევრულად განხორციელდეს სამუშაოები“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე "ოქსფამის" სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა, ლევან დადიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისი კოორდინაცია.

სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფი აერთიანებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge