png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის

  • მსოფლიო
  • 28.01.2020
  • 13:19
ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის

პენტაგონმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუშინ, ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა სონი ლეჯეტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"თვითმფრინავი Bombardier E-11A ჩამოვარდა ავღანეთის ღაზნის პროვინციაში. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. თალიბანის განცხადება, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით არასწორია", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანამდე ტელეკომპანია Fox News-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამ თვითმფრინავზე ხუთამდე ადამიანი იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ, თალიბანმა მასზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ ბორტზე მაღალი რანგის ამერიკელი სამხედრო ოფიცრები იმყოფებოდნენ.

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. სხვადასხვა წყაროები იუწყებოდნენ, რომ თვითმფრინავი ავღანურ ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნოდა და ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით, ავიაკომპანიამ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge