png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

  • ბიზნესი
  • 23.01.2020
  • 16:17
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ბანკი  მიკრო, მცირე  და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა  და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-ი, ebay და etsy. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა  გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და  გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები. 

ვორკშოპზე  მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან  −  Amazon Export Hub-ი,  (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს  განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე) Cnick-ი, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს amazon-ზე), Boxette-ი, (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე Ebay Experienced Sellers, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს  სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ  შესაძლებლობა,  აწარმოონ  ელექტრონული  კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე,  ისეთებზე  როგორიცაა: amazon-ი, ebay, etsy და სხვა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ.

საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ  დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ  ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით  გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge